Thursday, September 2, 2010
Friday, April 16, 2010
დღესაც ვერ ვარ კარგ გუნებაზე და ვიწყებ წერას. ვაგინებ საკუთარ თავს და სხვებსაც. ისევ უკმაყოფილო ვარ ყველათი და ყველაფრით. საუბედუროდ ვერც გამოსავალს ვპოულობ. იქნებ წერაში მაინც ვიპოვო შვება, იქნებ გონება გამინათდეს. ვინ იცის იქნებ სასწაული მოხდეს... დღეს შემდეგი კითხვები მიტრიალებს თავში: დავანგრიო და წავშალო ძველი ურთიერთობა? ახალი (უცნობი) ცხოვრება დავიწყო თუ ძველი გადავარჩინო? არსებობს კი ახალი და ძველი ცხოვრება? რა ჯაანდაბა გავაკეთო? ვცადო ძველი ურთიერთობის გამოსწორება თუ დავიკიდო ყველაფერი ფეხებზე? გავიქცე? სად ჯანდაბაში გავიქცე? საერთოდ რა მინდა? რანაირი ვარ? რას ვითხოვ? სხვებს რაღა უნდათ ჩემგან?
მგონი არ ტყუიან როცა ამბობენ, რომ სიყვარულსაც აქვს თავისი ვადა. როცა ურთიერთობას ”ვადა” გასდის რჩება სიცარიელე და იისევ მარტოობა. ორი ადამიანის ხანგძლივი ურთიერთდაღლის ერთი ხელის მოსმით დასრულება ნამდვილად არ არის ადვილი. იმასთან გაკავშირებს დრო, ენერგია, ტკბილი და საზარელი მოგონებები, სიახლოვე, იმედები, ოცნებები, თბილი გრძნობები, გაბრაზება, მრისხანება და უბრალოდ სიყვარული. ამის წაშლა კი ძალიან ძნელია. შეიძლება ჩემშია პრობლემა, რადგან ძალიან ბევრს ვითხოვ და იმაზე ცოტას გავცემ, მე მე მე, ვჩხუბობ და ვსარგებლობ იმითი, რომ ვუყვარვარ თანაც მგონი ძალიან. თითქმის ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. მგონი ასეა. მე არ ვარ საცოდავი ქარტველი ქალი. ვისაც კაცის ესინია და სულ გასცემს, აძლევს, ეწირება და იტანჯება. არ მინდა შეწირვა! მგონი მაგრად ვუბერავ, მაგრამ რას იზავ ასეთია რეალობა. ამ ყველაფერს რო ვწერდი გაისმა ტელეფონის ზარი... ვინ იცის რა მოხდება....
Sunday, April 11, 2010
მოგესალმებათ ქალბატონი თოთოლიკა!
დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომაც დავიწყე წერა. არც კი ვიცი რას ვაკეთებ. ბოლო დროს რაღაც ძალიან ბევრი ცუდი რამ დამატყდა თავს, მაგრამ მგონი არ ვიმჩნევ. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები... მოკლედ დრო გარბის, მიქრის და მგონი ფეხზე კიდია ყველაფერი. ჯერ ძალიან უმწეო ხარ, პაწაწინა, დოყლაპია არსება, მერე ცოტა წამოიზრდები წამოიჩიტდები და უკვე ხსირად ამბობ შენთვის შემდეგ ფრაზებს :” რომ გავიზრდები ოო აი მაშინ.... ცოტა დამაცადეთ გავიზარდო და აი მერე გაჩვენებთ... დიდი გოგო რომ ვიქნები მაშინ ვეღარავინ გამიბედავს ასეთ რამეებს... გავიზრდები და იმას გავაკეთებ, რაც მომეხუშტურება...” წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები... დრო გარბის, თითქოს იზრდები, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ არც ისე ადვილია იყო ”დიდი გოგო”, აისრულო ყველა სურვილი და ოცნება და რაც მთავარია იყო თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი, გააკეთო ის, რაც გინდა. ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, საზოგადოება... ისევ წნეხის ქვეშ ხარ, ისევ მოლოდინები, მოლოდინები და მოლოდინები, ტრადიციები, კანონები, მორალი და ისევ მოლოდინები. ყველას აქვს თავისი მოლოდინი. დედა ერთს მოელის შენგან, მამა სხვას, მეზობელსაც უნდა რაღაც, იქვე ნათესაობა ჩასაფრებულა და რაღათქმაუნდა ზოგადად საზოგადოებასაც აქვს თავისი მოთხოვნები. ბოლოს, ისე რომ ვერც კი მიხვდები, შენი სურვილები და ოცნებები სწორედ ამ მოლოდინებისა და მოთხოვნების ჩარჩოებში მოექცევა. ამის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. გაქცევა მინდა, ამ დაწესებული ჩარჩოების კბილით დაღრღნის უზარმაზარი სურვილი მაქვს, გაკუნტრუშება მინდა, მინდა, მინდა, მაგრამ ვიცი მხდალი თოთოლიკა ვარ და ამას არ ან ვერ გავაკეთებ. მე ამას ვაღიარებ, მაგრამ მაინც გულის ბნელ, უხილავ კუნჭულში მაინც ბინადრობს მისი უდიდებულესობა ი მ ე დ ი. იმედი იმისა, რომ ერთ დრესაც....
